logo
ENG



ვაშაძემ და ჩარკვიანმა "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პლატფორმა დააფუძნეს

27 ივლ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს. 

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საარჩევნო პროგრამასა და გუნდის წევრებს 30 ივლისს წარადგენენ.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება სამი სუბიექტისგან - "ახალი საქართველო", "კანონი და სამართალი" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინდეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს და დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში. არჩევანი უმარტივესია: მშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია მაჟორიტარი დეპუტატობის იმ 6 კანდიდატს შორის, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდა. ის კენჭს ისანში იყრის. 


close დახურვა